ირაკლი ზარქუა - ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ადგილობრივ არჩევნებზე ვის მოვიწვევთ და ვის არა?! ეს ნონსენსია! ვერ გავიგე, რატომ აძლევს საელჩო თავს ამ სითავხედის უფლებას!

ვინ ეკითხება კონკრეტულ საელჩოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას?! - ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზე ვის მოვიწვევთ და ვის არა?! ეს ნონსენსია! ვერ გავიგე, რატომ აძლევს ბრიტანეთის საელჩო თავს ამ სითავხედის უფლებას! - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ბრიტანეთის საელჩოს საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, მოიწვიოს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალურ არჩევნებზე და ორგანიზაციის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ბრიტანეთის საელჩო რადიკალებს აფინანსებს“, რომელთა მიზანი ადგილობრივი არჩევნებისთვის დაძაბულობის კერების შექმნაა, რათა მორიგ რევოლუციის მცდელობას ჰქონდეს ადგილი.

ზარქუას თქმითვე, გარკვეულ ჯგუფებს და დიდ სახელმწიფოებს უნდა, რომ საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონი გახდეს და აქვთ მცდელობა იმისა, ადგილობრივ არჩევნებში უსამშობლოები ჩართონ, აატრიალონ და ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, შემდეგ კი, საკუთარი აგენტურა დასვან.

„ასეთი მოწოდება ნონსენსია! ჩვენ რომ მოვუწოდოთ: - აი, იქ არჩევნები არასწორად ჩატარდა და ადგილობრივი დამკვირვებლები უნდა დავაფინანსოთ! ეს ხომ სიგიჟეა?! რატომ აძლევს ბრიტანეთის საელჩო თავს ამ სითავხედის უფლებას?!

რა ადგილობრივი არჩევნებიც აქამდე ჩატარებულა, ეუთო/ოდირი მოწვეული არ ყოფილა - პრაქტიკა ასეთია ჩვენთანაც და სხვაგანაც. მეორე, - ვის მოვიწვევთ და ვის არა, ეს ჩვენი გადასაწყვეტია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვით ადრე გაიგებთ.

ბრიტანეთის საელჩო და მისი ელჩი მედია-მონიტორინგის ხასიათით რადიკალებს აფინანსებდა. აფინანსებდა „ნაცმოძრაობის“ 5 ნომერს, აფინანსებდა საია-ს, რომელიც დღემდე არალეგიტიმურს გვეძახის და მიტინგზე იდგა: - ეს ხელისუფლება დავამხოთო! აფინანსებს ოპოზიციური ლიდერების ორგანიზაციებს. რა დასკვნა უნდა დადონ ამათ, რომლებიც დღემდე „არალეგიტიმურს“ და სხვა გაუგებარ სიტყვებს გვეძახიან?

მიზანი შემდეგია - ჩვენს სამეზობლოში სახელმწიფო არ დარჩა ცეცხლის ალში რომ არ იყოს გახვეული. ამიტომ გარკვეულ ჯგუფებს მეორე ფრონტის თემის გააქტიურება უნდათ. გარკვეულ ჯგუფებს და დიდ სახელმწიფოებს უნდა, რომ საქართველო საომარი მოქმედებების პოლიგონი გახდეს. ამის გამო აქვთ მცდელობა, რომ ადგილობრივ არჩევნებში უსამშობლოები ჩართონ, აატრიალონ და ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა და შემდეგ საკუთარი აგენტურა დასვან.

ხოშტარია, ხაბეიშვილები - ყველანი ისე არიან მომართული და აფინანსებენ იმისთვის, რომ ქვეყანა ქაოსში შეიყვანონ და ადგილობრივი არჩევნებისთვის ისევ დაძაბულობის კერები შექმნან.

მივმართავ ახალგაზრდების მშობლებს - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! ხომ ხედავთ, რა სურათიც არის - თვითონ ჩირგვში არიან და ახალგაზრდები მიაგდეს და მიატოვეს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი