ისრაელში პირველი სარეპატრიაციო ავიარეისი შესრულდა

თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვა, რომელმაც ქვეყნის დახურული საჰაერო სივრცის გამო საზღვარგარეთ ჩარჩენილი ისრაელელები სამშობლოში დააბრუნა, - ინფორმაციას BBC-ი ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ოპერაცია „უსაფრთხო დაბრუნების“ ფარგლებში, ბენ-გურიონის აეროპორტში პირველი რეისი დაეშვა“, - განაცხადა ტრანსპორტის სამინისტრომ „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში.

უწყების ცნობით, ისრაელის ავიაკომპანია El Al-ის მიერ განხორციელებული ავიარეისით კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში მყოფი ისრაელის მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო სივრცის დახურვის გამო სამშობლოში დაბრუნებას 100 000-დან 150 000-მდე ისრაელელი ვერ ახერხებს.

ტრანსპორტის მინისტრი მირივ რეგევი აცხადებს, რომ მათი მიზანია ყველა ისრაელელის რეპატრიაცია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს  წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს