გიორგი ვაშაძე - ჩემს საქმეზე განსაკუთრებულად ჩქარობს მოსამართლე, არც კი ითვალისწინებს პოზიციას, რომ ფიზიკურად პრობლემაა პარასკევს სხდომის ჩატარება - ძალიან სწრაფად უნდა დავალების შესრულება

მოსამართლეს ძალიან სწრაფად უნდა დავალების შესრულება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა და ისაუბრა, თუ რატომ არ მივიდა ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

ვაშაძის საქმეზე განაჩენი 20 ივნისს გამოცხადდება.

„აშკარაა, რომ ჩემს საქმეზე განსაკუთრებულად ჩქარობს მოსამართლე, ის არც კი ითვალისწინებს პოზიციას, რომ ფიზიკურად პრობლემაა პარასკევს სხდომის ჩატარება. დავალების შესრულება უნდა ძალიან სწრაფად, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც არ უნდა იყოს, წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილებაა, ვიცით, რომ ამას ფორმალური შინაარსი აქვს, მაგრამ ხვალ და ზეგ ჩვენ ამ საქმეს სიმართლემდე მივიყვანთ და ყველა ის ადამიანი, ვინც უკანონო გადაწყვეტილებებში იქნება ჩართული, პასუხისგებაში მიეცემა, ამიტომაც, დღეს ჩვენ გამოვიყენეთ ის მექანიზმი, რასაც ჩემი დაკითხვა ჰქვია. მთავარია ის, რომ მოსამართლე წულუკიანს ვერ იძახებს, ვერავის იბარებს და ცდილობს, უკანონოდ გამოიყენოს თავისი ძალმომრეობითი მექანიზმი ჩვენ წინააღმდეგ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ",- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა