გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი გაბუნიას შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საფრთხეში მყოფი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით შესაძლებლობის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

„შეხვედრის ფარგლებში ასევე, საუბარი შეეხო აფხაზეთის შემოქმედებითი კოლექტივების მხარდაჭერას, რომლებიც ქართულ-აფხაზური ტრადიციების დაცვას და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურებიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მხარეები სამომავლო ერთობლივი და კოორდინირებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, რაც კულტურული მიმართულებით მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობების გაგრძელებას ითვალისწინებს”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში