გიორგი ვაშაძე მოსამართლეს - ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურორებს და თქვენც ახლა ეს რეჟიმი იმისთვის გიყენებთ, რომ რაც თვითონ უნდა, ის გააკეთოს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მის დაბარებას ხელისუფლება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებს. ამის შესახებ ვაშაძემ დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

„მე თუ რამე დანაშაულს მედავება „ქართული ოცნება“, ხომ შეუძლია ეს დანაშაული პროკურატურამ ან შსს-მ, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძიოს?! ინსტიტუციები მიტაცებულია, მაგრამ არსებობს. ამის სანაცვლოდ, აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებით, გაურკვეველი მიზეზის გამო, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კონსტიტუციის საწინააღმდეგო ორგანო მიბარებს მე და სხვა ადამიანებს, ამ დაბარებას იყენებს პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის“,-განაცხადა ვაშაძემ. მისი განმარტებით, ჩანს, რომ „თეა წულუკიანს პირადი ანგარიშსწორების სურვილი აქვს“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურორებს და თქვენც ახლა ეს რეჟიმი იმისთვის გიყენებთ, რომ რაც თვითონ უნდა, ის გააკეთოს“,-მიმართა ვაშაძემ მოსამართლეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განმარტებით, მას ოფიციალურად, ოქმიც კი არ ჩაჰბარებია.

„არანაირი უწყება არ ჩამბარებია. ვიღაცამ მესიჯი გამომიგზავნა, ვიღაცამ ვიღაცას გაუგზავნა, მე ეს არ მაინტერესებს. საქართველოს კანონმდებლობა ამბობს, რომ თუ მე ვინმე მიბარებს, მას აქვს ვალდებულება, შეასრულოს ის პროცედურა, რაც ნიშნავს, რომ მოვიდეს, მომცეს ოქმი იქნება ეს თუ დაბარების გადაწყვეტილება, რასაც გავეცნობი“,-განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე