გაერო-ში ირანის ელჩი - თუ აშშ ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში პირდაპირ ჩაერთვება, მაშინ მტკიცე პასუხს გავცემთ

იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში პირდაპირ ჩაერთვება, მაშინ მათ მტკიცე პასუხს გავცემთ, - ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩმა, ალი ბაჰრეინიმ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ირანის სამხედროები ძლიერ, პროპორციულ და სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ჩვენ აშშ-ს ჩართულობის დონეს ყურადღებით ვაკვირდებით. შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, თუ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა ალი ბაჰრეინიმ.

გაერო-ში ირანის ელჩმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომლითაც მან ირანს „უპირობო დანებებისკენ“ მოუწოდა, „უადგილო“ უწოდა.

„ეს განცხადება სრულიად უადგილო და მტრულად განწყობილი იყო. ჩვენ ამის იგნორირება არ შეგვიძლია. ტრამპის განცხადებებს ყურადღებით ვაკვირდებით“, - აღნიშნა ელჩმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა