შალვა პაპუაშვილი - ჯგუფი, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის, ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის - ყველა, ვინც თანამშრომლობს ამ დაჯგუფებასთან, ფულს აძლევს, ხელს ართმევს, თანამონაწილეა ექსტრემისტული დღის წესრიგის

ჯგუფი, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად არის, დღეს ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, როდესაც დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მინისტრი ხელს ართმევს სალომე ზურაბიშვილს „ამით ახალისებს მათ ექსტრემისტულ დღის წესრიგს“.

უფრო მეტიც, პაპუაშვილის თქმით, ყველა, ვინც თანამშრომლობს "ამ დაჯგუფებასთან", ვინც მას "ფულს აძლევს, ხელს ართმევს და გარკვეულ სალონურ ურთიერთობაში შედის", აქეზებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას და თანამონაწილეა ექსტრემისტული დღის წესრიგის.

„დღეს ვნახეთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანელ მინისტრს ხელს ართმევს. ხელი რომ ჩამოართვა ბრიტანელმა მინისტრმა, იმ ადამიანის ჯგუფი დღეს ემზადება ადგილობრივი არჩევნების ჩაშლისთვის. ჩვენ გვიწერია ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მეოთხე პუნქტში, რომ მხარეებმა უნდა იმუშაონ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტურობა და სტაბილურობა უზრუნველყოფილი იყოს. როდესაც ხელს ართმევ ადამიანს, რომელსაც აქვს ექსტრემისტული დღის წესრიგი, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ აღიარებს არჩევნებს, არ აღიარებს კანონებს და მომავალი არჩევნების ჩაშლაზე მუშაობს, ხელს ართმევ ასეთ ადამიანს, შესაბამისად ამით ახალისებ მათ ექსტრემისტულ დღის წესრიგს. ახლა უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ ამ დაჯგუფების მიზანი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, მის ლეგიტიმაციაზე თავდასხმით, ფიზიკურად თავდასხმით, თუ არ ვიცი როგორ აპირებენ ჩაშლა. ყველა, ვინც თანამშრომლობს ამ დაჯგუფებასთან, ვინც მას ფულს აძლევს, ვინც ხელს ართმევს და გარკვეულ სალონურ ურთიერთობაში შედის მასთან, აქეზებს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმას და თანამონაწილეა ექსტრემისტული დღის წესრიგის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა