„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარების ფარგლებში, სამგორის რაიონს წყლის მიწოდება შეეზღუდება.

„19 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N46-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 19 ივნისის ღამის 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 ივნისს ღამის 22:00 საათიდან 20 ივნისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს, მეკოკიშვილის, ხვედელიანის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის და ახვლედიანის ქუჩებს.

ლოჭინოს, ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკის და მიმდებარე დასახლებებს. კახეთის გზატკეცილის ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობასა და ლილოს დასახლების ნაწილს. სოფელ დიდ ლილოს და წინუბანს, სოფელი გამარჯვების ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუკისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს