გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა 10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე აირჩიეს.

პროკურატურის ცნობით, საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი, გვარაკიძეს შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა, საპროკურორო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე საპროკურორო საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა დაასახელა.

საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმინეს და საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.

„გიორგი გვარაკიძემ საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების, გამოძიების და საპროკურორო ზედამხედველობის გაუმჯობესების, ასევე პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო და კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.

გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.

ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს