ალეკო ცქიტიშვილი - რეჟიმის მთავარი მიზანია, მიაღწიოს სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურებას და მედიის გაუქმებას - ჩვეულებრივი რუსული ტრიუკია

რეჟიმის მთავარი მიზანია, მიაღწიოს სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურებას და მედიის გაუქმებას, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისგან ითხოვს ბენეფიციარების შესახებ პერსონალურ და კონფიდენციალურ ინფორმაციას, რაც „გაცხადებული ნაბიჯია რეპრესიების გაგრძელებისა“.

„ივანიშივლის რუსული რეჟიმი, თავისი ყურმოჭრილი მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით ცდილობს, მოითხოვოს ინფორმაცია, რაც მოიცავს მთელ რიგ კონფიდენციალურ და პერსონალურ ინფორმაციას ჩვენი ბენეფიციარების შესახებ. მეორე მხრივ, ეს არის გაცხადებული ნაბიჯი რეპრესიების გაგრძელებისა, რაც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს - ჯერ სიტყვიერი დისკრედიტაციით, შემდეგ თავდასხმებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე, სხვადასხვა კანონის მიღებით, რომელთა შინაარსიც ერთი-ერთზე იმეორებს რუსეთში და ბელორუსში მიღებულ ანალოგიურ კანონებს. ე.წ. ფარა, რომელზეც ამბობდნენ, რომ ერთი-ერთზე გადმოწერეს ამერიკიდან, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ კანონში სიტყვები შესაძლოა იმავენაირად არის დაწერილი, მაგრამ მთავარია რა მიზანს ემსახურება ეს ე.წ. ამერიკული კანონი. ეს ჩვეულებრივი რუსული ტრიუკია იმისთვის, რომ გაანადგურონ სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია საქართველოში. ეს დამტკიცდა კიდეც, როდესაც გუშინ, რაჟდენ კუპრაშვილის „კანტორიდან“ მიადგნენ ყველაზე აქტიურ ორგანიზაციებს.

რეჟიმის ბრძანებაა, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა დევნა დაუწყოს ორგანიზაციებს, გააჩუმოს მედია, გააუქმოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ხმას იმაღლებენ რეჟიმის ბობოლების გამდიდრებაზე, მათ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე და ამხელენ მათ ქვეყნის გაყიდვასა და ღალატში იმაში, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. მიზანი არის სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურება“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს