ბერდია სიჭინავა - საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ, რომ საგუშაგოებს აწყობდნენ? - გახარია ადგა, ტრაქტორზე დაჯდა, გზა გაიყვანა და ააგო საგუშაგო, სუს-ს და ბახტაძეს კი ეძინათ? - ქვეყნის პრემიერი იყო, გამოვიდეს და ილაპარაკოს

საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ გზა რომ გადიოდა და საგუშაგოებს აწყობდნენ? რა თქმა უნდა, იცოდნენ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, გახარიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

სიჭინავას შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, პასუხისმგებლობა გადააწეროს ყოფილ თანაგუნდელს, რომელსაც ორჯერ გამოუცხადა ნდობა, როგორც პრემიერ-მინისტრს.

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს იქნება საქმე, რომელიც უკუღმა შემოუტრიალდებათ ამ ადამიანებს. თავიანთ ყოფილ თანაგუნდელს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც 2-ჯერ გამოუცხადეს ნდობა, დღეს ბრალს დებენ იმაში, თითქოს ქართული მიწა დაკარგა. ქვეყნის ღალატია ის, რასაც ახლა კობახიძე და პროკურატურა აკეთებენ. ის ადამიანებიც, რომლებიც ურცხვად და უტიფრად იძლევიან ტყუილ ჩვენებებს.

ეს იყო გადაწყვეტილება, რა დროსაც გიორგი გახარიამ მშვიდობიანად შეაჩერა მცოცავი ოკუპაცია და ათობით მილიონი კვადრატული მიწის ნაკვეთი შეუნარჩუნა ამ ქვეყანას. რა უნდა დაგვიმტკიცონ? თეორიულად რომ ვთქვათ - რომელი სახელმწიფო ორგანიზაციის დავალებით გააკეთა გიორგი გახარიამ ეს? ან რა გააკეთა?“,- განაცხადა სიჭინავამ.

სიჭინავას თქმით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ განცხადება უნდა გააკეთოს.

„თუ შენ იყავი სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსი, იყავი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრიც თუ ასეთი რისკები იდგა შინაგან საქმეთა მინისტრი ასე თუ გაგიჟდა, რატომ არ მოიწვიე ეროვნული უსაფრთხოების საბჭო? რა არ იცოდნენ? საძინებლებში უძვრებიან ადამიანებს და არ იცოდნენ გზა რომ გადიოდა და საგუშაგოებს აწყობდნენ? რა თქმა უნდა, იცოდნენ.

უამრავი მოწმე იქნება, რომლებიც ამ ადამიანების წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას. ახლა არ მინდა დავასახელო მათი სახელი და გვარები. ამ პროცესში უამრავი ადამიანი იყო ჩართული. როგორ წარმოგიდგენიათ, გიორგი გახარია ადგა, ტრაქტორზე დაჯდა, თებერვალში გზა გაიყვანა, შემდეგ აგვისტოში თვითონ ააგო საგუშაგო, სუს-ს, მთავრობის ადმინისტრაციას, ბახტაძეს კი ეძინათ. ბახტაძეს შეიძლება მართლა ეძინა, არ ვიცი. რა იცის კობახიძემ რომ ბახტაძემ იცოდა, მისი ძიძაა? ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, გამოვიდეს და ილაპარაკოს. ყველამ ყველაფერი იცოდა! შეიძლება ირაკლი კობახიძე არ იყოს ნამყოფი საოკუპაციო ხაზთან, მას ერთი ადამიანის ტკივილით არ უცხოვრია, დღეს ენა რომ აქვს წაგდებული. 26 მაისს აუზზე იყო იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა აღენიშნა! მაინტერესებს, სად იყვნენ ეს ადამიანები 6 წელი?“,- განაცხადა სიჭინავამ.

სიჭინავა აცხადებს, რომ გახარიას საგამოძიებო კომისიასთან დასამალი არაფერი აქვს და მზად არის საზოგადოებას სრული სიმართლე გაუზიაროს.

„გახარია ემიგრაციაში არ რჩება, ის რჩება ქართულ პოლიტიკაში. თუ ვინმეს ჰგონია ამ პოლიტიკური შოუებით გადაწყვეტილებებს შევიცვლით, ძალიან ცდებიან. ყველა საგამოძიებო კომისიაზე მივა, ყველას აჩვენებს სიმართლეს. დასამალი მას არაფერი აქვს და ყოველთვის მზად არის გამჭვირვალე იყოს ამ პროცესის მიმართ. საგამოძიებო კომისიასთან დასამალი გიორგი გახარიას არაფერი არ აქვს. კომისიას არ მოაკლდება ის სიამოვნება, რომ კომისიამ სიმართლე მოისმინოს. როგორც ჩანს, პირველ ჯერზე კმაყოფილები ვერ იყვნენ“,- განაცხადა სიჭინავამ.

წამყვანის კითხვაზე დაბრუნდება თუ არა გერმანიიდან, სიჭინავა პასუხობს, რომ გახარია არც დამალულა და არც მომავალში აპირებს დამალვას.

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, „ქართული ოცნებისთვის“ გიორგი გახარია ელექტორალური საფრთხეა და ხაზს უსვამს, რომ გახარია განიხილება როგორც რეალური პოლიტიკური ალტერნატივა მმართველ ძალასთან მიმართებაში.

„მე არ ვიცი მისი კალენდარი. გახარია არ დამალვია არცერთ სამართლებრივ ორგანოს, უწყებას და კომისიას, არც მომავალში აპირებს ამას. პირველ ჯერზე დიდი მარცხი იწვნიეს, ვერ წარმომიდგენია მეორე ჯერზე რა შეიძლება მოაწყონ ამ ადამიანებმა, ამიტომ ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან მათი საქმეებიც ტივტივდება ნელ-ნელა. სოზარ საუბარი დიდი რიხით რომ საუბრობდა, აღმოჩნდა რომ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნები „გაუპრავა“ მიხეილ სააკაშვილს... სააკაშვილი, მერაბიშვილი, უგულავა, ადეიშვილი, კოდუა, კეზერაშვილი არ დაუბარებიათ და ეს საგამოძიებო კომისია, რომელიც თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას სწავლობს გიორგი გახარია 2-ჯერ დაიბარეს. შეშლილები არიან! მათთვის გიორგი გახარია არის ელექტორალური გამოწვევა. იმ ხმების, რომელსაც „ოცნება“ იღებს, ბენეფიციარი შეიძლება გახარია იყოს. გიორგი გახარია ელექტორალურად ართმევს „ოცნებას“ ხმებს“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს