ანა წითლიძე - აგვისტომდე შეიძლება ოპოზიციის არცერთი ლიდერი არ დარჩეს გარეთ, ყველას ფინალი ციხის კარი იქნება - იმაზე საუბარი, რომ არჩევნებში საერთო კანდიდატებზე უნდა ვილაპარაკოთ, სრული აბსურდია, უნდა ელაპარაკათ მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობდით

არ ვიცი, რას ნიშნავს საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაბარება, მაგრამ ყველას ფინალი ციხის კარი იქნება - აგვისტომდე შეიძლება ოპოზიციის არცერთი ლიდერი არ დარჩეს გარეთ და ყველა ციხეში იყოს, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ანა წითლიძის თქმით, ახლა ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც უნდა აკეთებდეს ყველა ერთად არის ის, რომ დაიწყოს აქტიური ბოიკოტის კამპანია, რაც გულისხმობს „სიარულს სოფელ-სოფელ, რეგიონ-რეგიონ, ქალაქ-ქალაქ, რომ არ მივიდნენ არჩევნებში. „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს მარტო საკუთარ თავთან“.

„ერთიანობა შეუძლებელია ამ ოპოზიციის პირობებში მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ერთი კოალიციის სამი ლიდერი ციხეშია და აგვისტომდე შეიძლება ოპოზიციის არცერთი ლიდერი არ დარჩეს გარეთ და ყველა ციხეში იყოს, გახარიადან მოყოლებული, თითოეული ჩვენგანით დასრულებული. საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაბარება არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ყველას ფინალი ციხის კარი იქნება. მძიმე ამბავია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რომ ჯარიმით გამოუშვებს რომელიმეს, არ მჯერა. თუ ჯარიმით გამოუშვებს, მაშინ ალბათ, რომელიმეს დამარხავს. მაშინ ის სამი რატომ დაიჭირა, ვიღაც თუ ჯარიმით გამოუშვა?

ახლა ოთხივე პარტია რომც შევთანხმდეთ, რომ გავდივართ არჩევნებზე. წარმოიდგინეთ, ივნისია, მთელს საქართველოში 3 000 უბანია და მინიმუმ ერთი თვე დასჭირდება მარტო კანდიდატები რომ შეარჩიო, შემდეგი ერთი თვე დასჭირდება ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას თბილისის იქნება თუ სხვა რაიონები, რომ იქ კომისიის წევრები დააკომპლექტო, სარჩევნო ინფრასტრუქტურა ააწყო და უკვე სექტემბერია. ამიტომ ვამბობ, რომ ახლა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ არჩევნებში საერთო კანდიდატებზე უნდა ვილაპარაკოთ, არის სრული აბსურდი. ამაზე ლაპარაკი თუ ვინმეს უნდოდა, უნდა ელაპარაკათ მაშინ, როცა ჩვენ ვამბობდით და როცა თავად ამბობდნენ, რომ ეს არის სუს-ის შემოგდებული თემა. ახლა ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც უნდა ვაკეთებდეთ ყველა ერთად არის ის, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მორჩეს დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით და აქტიური ბოიკოტის კამპანია უნდა დავიწყოთ. ეს გულისხმობს სიარულს სოფელ-სოფელ, რეგიონ-რეგიონ, ქალაქ-ქალაქ, რომ არ მივიდნენ არჩევნებში. „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს მარტო საკუთარ თავთან“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია