ლენა შილინგი - მზია ამაღლობელის „ქეისი“ თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე - ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულნი არიან წინააღმდეგობისთვის სისტემის მიმართ, რომელიც დემოკრატიას შლის და რუსულ კონტროლს ამყარებს

დღეს ასობით პოლიტპატიმარი - ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან წინააღმდეგობისთვის სისტემის მიმართ, რომელიც დემოკრატიას შლის და რუსულ კონტროლს ამყარებს. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა განაცხადა.

მისი თქმით, ესწრებოდა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ერთ-ერთ პროცესს და მისი „ქეისი“ პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე.

“მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი ქართველი ჟურნალისტია, რომელიც როგორც პოლიტპატიმარია დაკავებული. მისი დაპატიმრება ცხადად პოლიტიკურია და მოგონილ ბრალდებებზეა დაფუძნებული.

ვიყავი საქართველოში და მის ერთ-ერთ სასამართლო სხდომას დავესწარი. და შემიძლია გითხრათ - მისი ქეისი პირდაპირი თავდასხმაა პრესის თავისუფლებაზე. მზია მოძრაობის სიმბოლოა, რომელიც რეპრესიებისა და დაშინების მიუხედავად აგრძელებს დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.

ის სამიზნეშია ამოღებული, ვინაიდან, ის სიმართლის მხარეს დგას და უარს ამბობს გაჩუმებაზე. დღეს ასობით პოლიტპატიმარი - ოპოზიციონერი ლიდერები, აქტივისტები და არტისტები დაპატიმრებულები არიან წინააღმდეგობისთვის სისტემის, რომელიც დემოკრატიას შლის და რუსულ კონტროლს ამყარებს.

ქართველი ხალხი ზუსტად იმ ღირებულებებისთვის იბრძვის, რომელსაც ეს პარლამენტი წარმოადგენს - თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. მზიას მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს მხარდაჭერას ნიშნავს და ჩვენ აქ მისი და ქართველი ხალხის მხარდაჭერის გაუმჯობესება გვჭირდება”, - განაცხადა შილინგმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს