ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილის 5 000-ლარიანი ჯარიმა გავასაჩივრეთ - დედის დღეს, დედების აქციაზე მყოფ პრეზიდენტს ჯარიმა გამოუწერეს, შევინახავ დოკუმენტებს

მეორე წრეზე დაიწყო უკანონოდ შექმნილმა კომისიამ პირების მოყვანა, ვინც სწორედ ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს, რაც უკვე ნიშნავს ტკბობას საკუთარი მსხვერპლით, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ თანათავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, „ოცნების“ ხელში სამართლებრივი მექანიზმები სადამსჯელო ინსტრუმენტად იქცა.

„სამწუხაროდ, სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც უნდა იყოს ადამიანის უფლებების დამზღვევი და დამცავი, „ოცნების“ ხელში სადამსჯელო ინსტრუმენტად იქცა და დღეს უკვე მთავარი ბრძოლის ხაზი სასამართლო დარბაზებში გადის. ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ პოლიტიკურ სასამართლო პროცესებს, ერთმანეთის მიყოლებით და უკვე გამოხატვის თავისუფლებისთვის ჟურნალისტები ჯარიმდებიან. ძალიან სახიფათო ტენდენციებს ვადევნებთ თვალს, როგორ ხდება სამართლის სახელით უკანონობა და უსამართლობა. მეორე წრეზე დაიწყო უკანონოდ შექმნილმა კომისიამ იმ პირების მოყვანა, ვინც სწორედ ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დააპატიმრეს. ეს უკვე ნიშნავს ტკბობას საკუთარი მსხვერპლით. როგორც ჩანს, „ოცნებას“ მოსწონს ამ როლში პოლიტიკური ლიდერების ხილვა. თუ დაავალებს პენიტენციურ სამსახურს, რომ მოიყვანე პატიმრობაში მყოფი პირი, ისინი წამოიყვანენ. თუმცა მეორეს მხრივ, ყველა იმ პირს, ვინც გამოძახებულია, უფლება რჩება, ისევ თქვას, რომ არ დაესწრება სხდომას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელიას თქმით, დღეს გაასაჩივრა ჯარიმა, რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუწერეს და რომელსაც, 3 მარტს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან.

სალომე ზურაბიშვილს ჯერ აეროპორტში დაესხნენ თავს, მიაყენეს დაზიანება და ეს საქმე თაროზე შემოდეს. იდენტიფიცირებული პირებიც არ დაკითხა საგამოძიებო ორგანომ და ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. ახლა ჯარიმა რომ გამოუწერეს 5 000 ლარიანი, დღეს გავასაჩივრეთ. მე ვაწარმოებ ამ სამართლებრივ პროცედურას. 3 მარტს, დედის დღეს, დედების აქციაზე მყოფი პრეზიდენტი, რომელსაც გზა არ გადაუკეტია, გადაკეტილი იყო უკვე კანონიერად და იქ იდგა, აბა სად უნდა მდგარიყო? ამის გამო ჯარიმას უწერენ. ამ პროცედურებს მივყვები და შევინახავ ამ დოკუმენტებს, თავის დროზე გავახსენებ ყველა ადამიანს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს