ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელი თეირანში დარტყმების სერიას ახორციელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო ძალები ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ტერიტორიებზე დარტყმების სერიას ახორციელებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ თეირანის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.

ამასთან, გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე არაკისა და ხონდაბის ქალაქების მაცხოვრებლებს უსაფრთხოების მიზნით ევაკუაციისკენ მოუწოდეს. გამოცემა განმარტავს, რომ ხონდაბის გარეუბანში მძიმე წყლის რეაქტორი მდებარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ამ ტერიტორიაზე ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მოქმედებენ.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო ძალებმა ირანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ გაშვებული დრონი ჩამოაგდო.

ისრაელის ჩრდილოეთით, ბეით-შეანის რაიონში დრონის გამო საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა