ვლადიმერ პუტინი - ჩვენი სპეციალისტები ქალაქ ბუშერში მუშაობენ და არ ვაპირებთ ირანიდან წასვლას - ეს მხარდაჭერა არ არის? ირანს ჩვენგან სხვა მხარდაჭერა არ მოუთხოვია

ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ირანელ პარტნიორებთან. დღესაც კონტაქტზე ვართ. ვფიქრობ, ხვალაც და ზეგაც. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ურთიერთობას,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები ამ დროისთვის ირანში იმყოფებიან და ოფიციალურად, ირანს რუსეთისთვის დასახმარებლად არ მიუმართავს.

„ჩვენი სპეციალისტები ქალაქ ბუშერში მუშაობენ, სულ 250 ადამიანი. ჩვენ არ ვაპირებთ ირანიდან წასვლას. ეს მხარდაჭერა არ არის? ირანს ჩვენგან სხვა მხარდაჭერა არ მოუთხოვია. ერთხელ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს ირანელ მეგობრებს საჰაერო თავდაცვის სისტემების სფეროში მუშაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ დიდი ინტერესი არ გამოხატეს და სულ ესაა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ შეთანხმებას, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული მუხლები არ არსებობს... და მესამე, ჩვენი ირანელი მეგობრები ამას არც კი გვთხოვენ. ასე რომ, პრაქტიკულად არაფერია განსახილველი“, - განაცხადა პუტინმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში