ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი რეზოლუციაზე - დაჟინებით მოვითხოვე ყოვლისმომცველი და მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს

ევროპარლამენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროპარლამენტმა ახლახან საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო. როგორც „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფის მთავარმა მომლაპარაკებელმა ამ რეზოლუციის შესახებ, დაჟინებით მოვითხოვე ყოვლისმომცველი და მკაცრი სანქციების დაწესება საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს. ევროპარლამენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულებას, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონების გაუქმებასა და ქართული დემოკრატიის აღდგენას მოითხოვს“, - წერს რიჰარდს კოლსი.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ 324 ხმით დაამტკიცა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს