ირანის ელჩი - სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე - თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები

სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე. ასეთი ქმედების შედეგად, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ქალები, ბავშვები და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები. ასეთი ქმედება წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის აშკარა დარღვევას, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გაუზიაროს ირანის პოზიციები და ხედვები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ანუ ქვეყანაში, რომელმაც კარგად იცის სუვერენიტეტისა და მშვიდობის ფასი, ჩვენს მეგობრებს გავუზიაროთ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია და ხედვები რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ყველანი თვალყურს ადევნებთ ახალ ამბებს და მოგეხსენებათ, რომ იმ დროს როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ჩართული იყო მოლაპარაკებებში და ემზადებოდა ამერიკასთან არაპირდაპირი მოლაპარაკების მეექვსე რაუნდისათვის, 2025 წლის 13 ივნისს, დილის საათებში ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაიწყო შეიარაღებული თავდასხმები, რაც ირანზე აშკარა აგრესიას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე. ასეთი ქმედების შედეგად, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ქალები, ბავშვები და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები. ამასთან, საკუთარ სახლებში მოკლეს სამხედრო მეთაურები. თავდასხმა განხორციელდა ასევე ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ნათანზის ცენტრზე. ასეთი ქმედება წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის აშკარა დარღვევას“, - განაცხადა მან.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი დაარღვია როგორც ირანში, ასევე ღაზის სექტორში, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„ისრაელის რეჟიმი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში არ სცნობს არანაირ ზღვარს. თქვენ ყველამ ნახეთ რა მოხდა ღაზის სექტორში, სადაც უდანაშაულო პალესტინელების განადგურების გარდა, ფეხქვეშ იქნა გათელილი ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული ნორმები, საერთაშორისო სამართალი და ყველა საერთაშორისო სტანდარტი. ამჯერად, სიონისტურმა რეჟიმმა ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, საერთაშორისო სამართლის ახალი წითელი ხაზი გადაკვეთა. სიონისტური რეჟიმის ქმედება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, მათ შორის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას. ირანის ისლამური რესპუბლიკა გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის თანახმად, სიონისტური რეჟიმის შეიარაღებული და აგრესიული თავდასხმებისგან დაცვას ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს და ამ უფლების გამოყენებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო პრაქტიკულ ზომებს არ მიიღებს აგრესიის შესაჩერებლად, აგრესორის დასაგმობად და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ელჩმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს