რაჟდენ კუპრაშვილი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეს შეხვდა

„ანტიკორუფციული ბიუროს" უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე, დავით ასათიანს და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანტიკორუფციული ბიურო" ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხებოდა საქართველოს ორგანულ კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ", საქართველოს კანონებს - „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტისა" და „გრანტების შესახებ", მათი აღსრულების მექანიზმებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.

„შეხვედრაზე ბიუროს უფროსმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის რეკომენდაციები მოისმინა და აღნიშნა, რომ მსგავსი დიალოგი და გამოცდილების გაზიარება სამუშაო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბიუროსთვის მუშაობის პროცესში, კანონის უზენაესობის პარალელურად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ბიუროს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული, გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობაში გარკვევას და მოიცავს მხოლოდ დაფინანსების ფარგლებში გაწეული აქტივობების შესწავლას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს