პარლამენტში დღეს საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც, რიგი დანაშაულის შედეგად დაზარალებულს, ქონებრივი ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 20 ივნისის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შედეგად, დაზარალებულს, რომელსაც რიგი დანაშაულის შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა, ზიანის გამარტივებული წესით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება.

“ქართული ოცნების“ კანონპროექტს პირველი მოსმენით - პრინციპების დონეზე განიხილავენ.

ცვლილებები ხუთ კანონში შედის. იცვლება “სისხლის სამართლის კოდექსი“, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონი და “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონი.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარი სიახლე არის ის, რომ დაზარალებულს, რომელსაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული რიგი დანაშაულით ქონებრივი ზიანი მიადგა, მსჯავრდებულისგან ზიანის გამარტივებული გზით ანაზღაურების შესაძლებლობა ექნება. კანონპროექტით ინერგება მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას აძლევს ზიანი აინაზღაუროს როგორც დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღებით, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან და დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელი იქნება, თუკი ჩადენილია “სისხლის სამართლის კოდექსის“: - 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის “გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში შემოდის საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა განისაზღვრება ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით. კერძოდ, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის განსაზღვრული იქნება - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.

პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც - ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლე პირზე გადავა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე