გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აჭარის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სოციალური საჭიროებებისა და მათთვის ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებს.

აღინიშნა, რომ აჭარაში მცხოვრები დევნილები აქტიურად სარგებლობენ სამინისტროს მოქმედი პროგრამებით და სერვისებით. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 7850 პირი ცხოვრობს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ პროექტებში ჩართულობის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ედუარდ ნაკაშიძე ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს