ნატალი ლუაზო - „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს

“ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

"ევროპარლამენტში გამოსვლა მაშინ, როდესაც შენი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატია, პრობლემებს შეგიქმნის? “ქართული ოცნების” რეჟიმი საქართველოს სტალინისტურ რეჟიმად აქცევს”, - წერს ლუაზო.

კერძოდ, ლუაზო “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ივანიშვილი-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ” ეკა გიგაურის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადებები იურიდიულ საფუძვლად გამოიყენა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების შესახებ პირადი ინფორმაციის მისაღებად და სასამართლომ მათ ეს მოთხოვნა დაუმტკიცა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს