ნათია თურნავას განცხადებით, 2026 წელს საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით დანერგილი მნიშვნელოვანი პროექტები იქნება ხელმისაწვდომი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, 2026 წელს საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით დანერგილი მნიშვნელოვანი პროექტები იქნება ხელმისაწვდომი.

ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურნავამ ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე აქტივობებსა და გეგმებზე სებ-ის მიერ ორგანიზებულ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა.

„რეგულაციებით ნაკარნახევი ინოვაციების გარდა, აღსანიშნავია მნიშვნელოვანი პროექტები საგადახდო სისტემების განვითარების მიმართულებით. ამ კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლებასა და მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) დანერგვაზე, რომელიც 2026 წელს იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.

“მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით მომზადებული ფინტექ სტრატეგიის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს როგორც ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე ფინტექ ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, თბილისის მერი კახა კალაძე, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი რობერტ ბრეგი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ