ნინო ბურჭულაძე - ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ დმანისის, ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების საგაზაფხულო კამპანიას განაგრძობს.

მოძრაობის ხელმძღვანელის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, XIII საუკუნის ფიტარეთის ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის დასუფთავების სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანი კამპანიაა. მისი ინფორმაციით, სრულიად გაიწმინდა ტაძრის მარნის და ბიბლიოთეკის შენობა, ისტორიული გალავანი, ძველი სასაფლაო და მონასტრის მიმდებარე ტერიტორია.

“მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების სეზონურ კამპანიებს მეხუთე წელია ატარებს. ის წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს. ფიტარეთის მონასტერი მეოთხე ძეგლია, აბულმუგის აბანოს, სათხის მონასტრისა და ხულუტის ციხე- დარბაზის შემდგომ, რომელიც კამპანიის ფარგლებში დასუფთავდა", - განაცხადა მოძრაობის ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ.

ღვთისმშობლის სახელობის ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამის (ქცია) ხეობაში მდებარეობს. ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი 1213-1222 წლებშია აგებული. მას გარს ერტყმის XVII-XVIII საუკუნეებში აგებული გალავანი, ასევე შემორჩენილია მისი ისტორიული გალავანი (XII-XIII ს), რომელიც ამჟამად ძლიერ არის დაზიანებული.

როგორც ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, ფიტარეთში პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 1938-1939 წლებში ჩატარდა. 1988 წლის 7 დეკემბერს მომხდარმა მიწისძვრამ ტაძარი მნიშვნელოვნად დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის გადარჩენის მიზნით გარკვეული გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ტაძრის დაზიანების პროცესის გაჩერება ვერ მოხერხდა.

2018 წელს აქტივისტების აქტიურობის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტაძრის გადასახური სამუშაოები დაიწყო, რომელიც 2021 წელს დასრულდა.

“2019 წელს აქტივისტების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ფიტარეთის მონასტრის ქვის და კედლის მხატვრობის კვლევა დაიწყო, რომლის მიზანი მხატვრობის დაზიანების და ქვის დაშლის ხარისხის დადგენა იყო. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კვლევა ძეგლზე არასდროს ჩატარებულა.

კვლევიდან ცნობილი გახდა, რომ კედლის მხატვრობის გადარჩენა სასწრაფო ჩარევის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

2020 წელს ქვის და კედლის მხატვრობის კონსერვაციის პირველი ეტაპი დაიწყო. ასევე ტაძრის გალავნის და XV-XVI საუკუნის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება ჩატარდა.

ძეგლზე მომუშავე სპეციალისტებისთვის სპეციალური ბაზა აშენდა და სოფელ ტანძიიდან ფიტარეთამდე გზა მოწესრიგდა, რომელიც ყოველ წელს სეზონურად იწმინდება", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ქვის და კედლის მხატვრობის კონსერვაციის მეორე ეტაპი დაიწყო. 2023 აქტივისტების და რესტავრატორების აქტიურობით კედლის მხატვრობის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები განახლდა და ის 2024 წლის აგვისტოში დასრულდა. გადაუდებელი სამუშაოების გაგრძელებით შესაძლებელი გახდა საკურთხევლის ერთი ნაწილზე ჯერ კიდევ არსებული მხატვრობის შენარჩუნება.

ფიტარეთში ასევე ჩატარებულია მონასტრის გალავნის და საეპისკოპოსო სახლის ნაშთების კვლევა-პროექტირება.

როგორც ნინო ბურჭულაძე განმარტავს, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში ასევე იგეგმება დმანისის სიონისა და მუშევანის ძეგლების გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე