ელენე ხოშტარია - ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია - სისტემას არ გამოუვა მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება

ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში, ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა.

ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, სისტემას არც ნიკა მელიას დაშინება და არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება გამოუვა.

„ბუნებრივია, მორიგ ჯერზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთანავე, რეპრესიებს აქვს აზრი, როცა შენ შეგიძლია ადამიანი გატეხო, შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა, არც მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება. ამასთანავე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და მათ, იმედია, ციხეში გვისმენენ, რომ 23 ივნისის კვირაში, PACE -ში ჩანიშნულია დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას მელიას, ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძის საკითხი იქნება განხილული. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა