ვახო სანაიას მოსამართლემ 4000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა

პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტი ვახო სანაია მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4000 - ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ვახო სანაია არ დასწრებია. როგორც სანაია სოციალურ ქსელში წერს, 4000 ლარით ის "ფეისბუქ პოსტის" გამო დააჯარიმეს.

ცნობისთვის, შს სამინისტრო პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს