თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ხოლო დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

სასამართლო პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრება.

როგორც ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, დაკავებული ადამიანის ხელმეორედ დაკავება არალოგიკურია და მიიჩნევს, რომ ამ პროცესების უკან გარკვეული გეგმაა, რომელიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება.

„ნიკას პოზიციაა, რომ მოსამართლე კრიმინალური ჯაჭვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე არ დაინტერესებულა მისი დაკავების დეტალებით, ამიტომ ნიკას მხრიდან წყლის შესხმა პროტესტის ნაწილი იყო",- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე