ნიკა მელიას ადვოკატი - 20 დღეზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდების შინაარსი მოიცავს მოსამართლის შეურაცხყოფას და პროკურატურა არ კითხავს მოსამართლეს, არ აინტერესებს მისი პოზიცია, იგრძნო თუ არა მან თავი შეურაცხყოფილად

20 დღეზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდების შინაარსი მოიცავს მოსამართლის შეურაცხყოფას და პროკურატურა არ კითხავს მოსამართლეს და არ აინტერესებს მისი პოზიცია, იგრძნო თუ არა მან თავი შეურაცხყოფილად,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება პროკურორის სამომავლო ვარაუდი, მოსამართლის დადგენილებას დაედოს საფუძვლად.

„არაიურისტი ადამიანისთვისაც ცხადია, რომ სასამართლომ აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ამტკიცებს, რომ საკანში მყოფი ნიკა მელია, თუკი მას ხელახლა პატიმრობა არ ექნება შეფარდებული, მიიმალება, ან მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს, რაც აბსურდია.

20 დღეზე მეტია გამოძიება მიმდინარეობს, ბრალდების შინაარსი მოიცავს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის შეურაცხყოფას და პროკურატურა არ კითხავს მოსამართლეს და არ აინტერესებს მისი პოზიცია, კონკრეტული ინციდენტის შედეგად იგრძნო თუ არა მან თავი შეურაცხყოფილად.

იურისტები მტკიცებებიდან გამომდინარე ვმსჯელობთ და არა ვარაუდებიდან გამომდინარე. პროკურორსა და მოსამართლეს არ ჰქონდათ პასუხი, თუ რატომ არ დაიკითხა თავად მოსამართლე შვანგირაძე. ან რა იცის პროკურორმა, რომ შვანგირაძისთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო. არ შეიძლება პროკურორის ვარაუდი, რაიმე დადგენილებას საფუძვლად დაედოს.

მეორე საკითხი, როგორ შეიძლება პატიმრობის მოთხოვნა დააფუძნო, რომ თითქოსდა სამომავლოდ სხვა საქმეზე ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვოს, ან გამართლდეს.

ნიკა მელიას შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მას, ხელახლა, მეორე საქმეზე შეფარდებოდა პატიმრობა, რომელსაც არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნდა“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეზე ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით ( სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ნიკა მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს კი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მისი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას წყალი შეასხა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე