ნიკოლ ფაშინიანი - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განვიხილე

რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განვიხილე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გუშინ სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

„სტამბოლში, პრეზიდენტ ერდოღანთან მოსაზრებების დეტალური გაცვლა შედგა. განვიხილეთ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული დინამიკა და მდგრადი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის ერთგული რჩება“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა X-ზე.

თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, მხარეებმა თურქეთსა და სომხეთს შორის კონტაქტები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მშვიდობისა და დიალოგის პროცესი და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიღწეული კონსენსუსის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თურქეთი „ორმხრივად მომგებიანი“ პრინციპის თანახმად რეგიონის განვითარების მიზნით მხარდაჭერის გაწევას გააგრძელებს“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს