პაველ ჰერჩინსკი - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება - თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ევროკავშირი მზადაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კვლავ დაეხმაროს.

„საქართველოსა და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა, მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს, თქვენთან სოფლებში თუ ქალაქებში.

2023 წლეს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება, ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას! ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას, ამიტომაც ვართ ერთად!

თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ.

დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით, წინ საქართველო! წინ!“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა