დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა

უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს.

„მტრის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნისა და გამოყენების შესაძლო მცდელობები, რის შესახებაც გუშინ პრეზიდენტმა ისაუბრა, უკიდურესად საშიში პროვოკაცია იქნებოდა, რასაც პროპორციული პასუხი მოჰყვებოდა“, - წერს მედვედევი.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება“.

„ეს კოლოსალური შეცდომა იქნებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც დღევანდელ უკრაინაში ნეონაცისტებს ვუწოდებთ. რადგან როგორც ჩვენი ბირთვული დოქტრინა, ასევე ჩვენი მოქმედების პრაქტიკა ამბობს, რომ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეს ყოველთვის ვპასუხობთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა