საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება

24 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ), ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან (NKU, აშშ) პარტნიორობით, თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენციის მიზანია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კიბერუსაფრთხოების სფეროში წამოჭრილი მნიშვნელოვანი გამოწვევების განხილვა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი, ციფრული უსაფრთხოება საჯარო და კერძო სექტორში, აკადემიური და მულტისექტორული თანამშრომლობა და ქალების როლი კიბერუსაფრთხოების სფეროში.

მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილე სპიკერები წარმოდგენილნი არიან როგორც საქართველოდან ისე აშშ-დან, როგორც აკადემიური ისე საჯარო და კერძო სექტორიდან. ეს მრავალფეროვნება მიზანმიმართულად იქნა შერჩეული, რათა უზრუნველყოს სფეროსთვის აუცილებელი დიალოგის, თანამშრომლობისა და ცოდნის გაზიარების სივრცე.

კონფერენციაზე დასწრება უფასოა, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია, რომელიც უკვე გახსნილია. აღსანიშნავია, რომ ადგილები შეზღუდულია, ამიტომ ვისაც სურს მონაწილეობის მიღება, არ გადადოთ რეგისტრაცია.

კონფერენციის გარდა, 26 ივნისს, სანგუ-ში გაიმართება კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად, დაესწრება ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაცია მისი პრეზიდენტის კეიდი შორთ-ტომპსონის ხელმძღვანელობით.

სანგუსა და NKU-ს შორის თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო, როდესაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით სანგუს დელეგაცია, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობის ხელმძღვანელობის, IVLP-ის პროგრამით იმყოფებოდა აშშ-ში, რათა გაცნობოდა უმაღლესი განათლების მოწყობის სისტემას. ვიზიტის დროს თანამშრომლობისთვის შეირჩა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტი და მისი კიბერუსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც აღიარებულია ერთერთ საუკეთესოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოში პირველად შეიქმნა ერთობლივი ქართულ-ამერიკული ინგლისურენოვანი კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კურსდამთავრებულებს ანიჭებს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების მაგისტრის და კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ერთობლივ ქართულ და ამერიკულ აკადემიურ ხარისხს. ამასთან, მათივე ცნობით, სწავლის პერიოდში სტუდენტებს საშუალება აქვთ ორი კვირით გაემგზავრონ ამერიკაში, მოისმინონ ლექციები, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. ასევე, სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, ამერიკელი პროფესორები მუდმივად სტუმრობენ სანგუს და ატარებენ ინტენსიურ ლექცია-სემინარებს. დღეს, ეს უნიკალური პროგრამა 120-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. სანგუს მიერ სრულად დაფინანსებული სწავლის პირობები პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს აძლევს რეალურ და უნიკალურ შანსს, გახდნენ ამ სფეროს ლიდერები.

კიბერუსაფრთხოების სფეროში მაღალკვალიფიციური პროფესიონალები კადრების მოთხოვნა აშკარად მზარდია. კომპანიები — როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორიდან — სულ უფრო მეტად აცნობიერებენ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიულ მნიშვნელობას. ციფრული რისკების მზარდი რაოდენობის ფონზე, პროფესიონალი კადრების საჭიროება ყოველდღიურად მატულობს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მკაფიოდ შეიმჩნევა ბოლო წლებში, რაც ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოება ხდება ნებისმიერი ორგანიზაციის სტრუქტურული და სტრატეგიული საჭიროება. ამ ფონზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სანგუ გახდა ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც ამერიკული სტანდარტის უმაღლესი განათლება და გამოცდილება ხელმისაწვდომი გახადა სტუდენტებისთვის საქართველოში.

(R)

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ