მედია - ბელარუსი ოპოზიციონერი, სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს

ბელარუსი ოპოზიციონერი სერგეი ტიხანოვსკი ციხიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული დამოუკიდებელი გამოცემა “ნაშა ნივა” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტიხანოვსკის გათავისუფლება მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტის შედეგად გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მან უკვე დატოვა ბელარუსის ტერიტორია.

კიტ კელოგის მოადგილის, ჯონ კოულის ცნობით, ვიზიტის შედეგად ბელარუსის პრეზიდენტმა ჯამში 14 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა. კოულმა ცალკე მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას "თანამშრომლობისთვისა და დახმარებისთვის".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სერგეი ტიხანოვსკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააკავეს, რომელზეც ის კანდიდატად გასვლას აპირებდა.

დაპატიმრების შემდეგ კანდიდატად მისი მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა.

2021 წელს მას მკაცრი რეჟიმის კოლონიის 18 წელი მიუსაჯეს. ორ წელზე მეტია მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა, ვინაიდან მას სრულ იზოლაციაში ამყოფებდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს