მამუკა ხაზარაძე რევაზ კიკნაძეს - მამაშვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას, ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს - ალბათ, მეც დამიჭერს, შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ და ვისაუბროთ, შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან

ჩემი მამაშვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას, ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს - დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ, ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან,- ასე მიმართავს „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქციების ფარგლებში დაკავებულ რევაზ კიკნაძეს, რომელმაც ხაზარაძესთან დაკავშირებით საპატიმროდან წერილი გაავრცელა.

ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სწორედ პროვოკაციით და დაპირისპირებით იგებს.

„პოლიტპატიმარ რეზო კიკნაძის წერილი წავიკითხე. ჩემი მამაშვილური თხოვნაა, ნუ აჰყვები დეზინფორმაციას.

ესაა სწორედ, სადაც ბიძინა იგებს, გათიშვით, პროვოკაციით, დაპირისპირებით… ან რა საქმე მაქვს მე საკნის შეცვლასთან, ან ციხესთან?

მაკრიტიკე რამდენიც გინდა, სწორედ განსხვავებულ აზრთა ჭიდილში იბადება ჭეშმარიტება. ისე, დიდი ალბათობით, მეც დამიჭერს და შესაძლოა, ერთ საკანშიც აღმოვჩნდეთ. ბევრი დრო გვექნება ვისაუბროთ და შევთანხმდეთ, როგორ გავათავისუფლოთ ქვეყანა რუსული რეჟიმისგან. მთავარია, კარგად ვიცოდეთ, სად და ვინ არის მტერი და ვინ მოკავშირე.

გთხოვ, ნუ აჰყვები პროვოკაციას!“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საკუთარი საკნიდან გადაიყვანეს და მიზეზად მამუკა ხაზარაძის კრიტიკა დაუსახელეს.

მისი თქმით, მას მამუკა ხაზარაძის კრიტიკად სასამართლო პროცესზე გაკეთებული განცხადება ჩათვალეს, რომელიც „პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო რიგი პოლიტიკოსებისთვის აღკვეთის ღონისძიებით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობას შეეხებოდა”.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი