საქართველოს საპატრიარქო ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების შეჩერების შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განჩინებას აჩერებს

საქართველოს საპატრიარქო ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების შეჩერების შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინებას აჩერებს.

ამის შესახებ გაფართოებული სინოდალური კომისიის დასკვნაშია აღნიშნული.

“მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.

სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგი ჯამდელიანის თავმჯდომარეობით, ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადებას, მისი “მკვლელობის მცდელობისა და შეთქმულების” შესახებ.

აღნიშნულზე მეუფე გიორგი ჯამდელიანმა 8 ივნისს ქადაგების დროს ისაუბრა.

“ჩემს მკვლელობას ამზადებდნენ - ეს პიროვნება მთავრობის წევრი, უშიშროების უწყების წარმომადგენელია - ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი გადაბირებული ჰყავდა, რომელსაც ინფორმაცია გაჰქონდა”,- განაცხადა ჯამდელიანმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო