დონალდ ტრამპი - ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი თავდასხმები გაცილებით მასშტაბური და მარტივი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მა შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთბულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ თეთრ სახლში გააკეთა.

„ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მომავალი თავდასხმები გაცილებით უფრო მასშტაბური და მარტივი იქნება“, - თქვა ტრამპმა საღამოს მიმართვის დროს თეთრ სახლში.

მისი თქმით, „ეს არ შეიძლება გაგრძელდეს. ან იქნება მშვიდობა, ან ირანისთვის ტრაგედია იქნება, გაცილებით დიდი, ვიდრე ბოლო რვა დღის განმავლობაში ვნახეთ. გახსოვდეთ, ბევრი სამიზნე დარჩა“.

ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ აშშ-ს შეუძლია „სხვა სამიზნეების ზუსტი, სისწრაფითა და ოსტატურად შეტევა“, რაც, მისი თქმით, „რამდენიმე წუთში“ შეიძლება განხორციელდეს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს სამი ირანული ბირთვული ობიექტის წინააღმდეგ დარტყმების მიზანი „ბირთვული საფრთხის“ შეჩერება იყო.

„ჩვენი მიზანი იყო ირანის ბირთვული გამდიდრების სიმძლავრის განადგურება და მსოფლიოში ტერორის ნომერ პირველი სპონსორი სახელმწიფოს მიერ შექმნილი ბირთვული საფრთხის შეჩერება“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

ტრამპის თქმით, ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით.

„40 წლის განმავლობაში ირანი ამბობდა: „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“. ისინი კლავდნენ ჩვენს ხალხს, აფეთქებდნენ მათ ხელებს, აფეთქებდნენ მათ ფეხებს. ჩვენ 1000-ზე მეტი ადამიანი დავკარგეთ და ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ახლო აღმოსავლეთსა და მთელ მსოფლიოში მათი სიძულვილის პირდაპირი შედეგით“, - დასძინა ტრამპმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია