ირანის ატომური ენერგიის სააგენტო აშშ-ის დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული ინდუსტრია არ შეჩერდება

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ქვეყნის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ მის ბირთვულ პროგრამას არასდროს შეაჩერებს, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანული მედია იუწყება.

საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში, რომელიც ირანის ბირთვულ ტექნოლოგიებს ზედამხედველობს, აცხადებენ, რომ სამი ძირითადი ობიექტი - ფორდოუ, ნატანცი და ისპაჰანი - კვირა დილის გამთენიისას „საშინელი თავდასხმის“ ქვეშ მოექცა.

სააგენტო დარტყმებს „საერთაშორისო სამართლის, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების აშკარა დარღვევად“ აფასებს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) თანამონაწილეობაში ადანაშაულებს.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს