თურქეთის საგარეო უწყება - ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს - მხარეებს მოვუწოდებთ, პასუხისმგებლობით იმოქმედონ

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანზე აშშ-ის თავდასხმამ, შესაძლოა, რეგიონული კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად გადააქციოს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანკარა ღრმად შეშფოთებულია თავდასხმების შესაძლო შედეგებით.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ კონფლიქტის უფრო ფართო გლობალურ ომში გადაზრდა არ უნდა დაუშვან და მხარეებს მოუწოდებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის ბირთვული დავის მოგვარება მხოლოდ მოლაპარაკებებს შეუძლია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი