თენგიზ შარმანაშვილი - დისტანციურად ვინც გვყავდა ჩართული, იყო ან მოწმე, ან დაზარალებული, გახარია კი პასუხისმგებელია ჩორჩანას მოვლენებზე და ეს მას აბსოლუტურად განსხვავებულ სტატუსში აყენებს

დისტანციურად ვინც გვყავდა ჩართული, იყო ან მოწმე, ან დაზარალებული, გახარია კი პასუხისმგებელია ჩორჩანას მოვლენებზე და ეს მას აბსოლუტურად განსხვავებულ სტატუსში აყენებს - ერთად ვნახავთ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარიას „კეთილი უნდა ენება“ და კომისიის სხდომაზე უნდა მოსულიყო, „როდესაც მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ კომისიაზე იყო გამოსაცხადებელი".

„დისტანციურად ვინც გვყავდა ჩართული, იყო ან მოწმე რაღაც მოვლენის, ან დაზარალებული. ეს სტატუსი აბსოლუტურად სხვა რამეა. გახარიასთან როდესაც გვაქვს საქმე, ის არის პასუხისმგებელი ჩორჩანას მოვლენებზე. ეს აბსოლუტურად განსხვავებულ სტატუსში აყენებს მას. ბრალდებულს ვერ ვიტყვი, რადგან ბრალდებული არის თუ არა, ამას პროკურატურა გაარკვევს. ის არ არის არც მოწმე და მით უმეტეს, არც დაზარალებული, ამიტომ მან კეთილი უნდა ინებოს და კეთილი უნდა ენება და როდესაც მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ კომისიაზე იყო გამოსაცხადებელი, მოსულიყო ამ სხდომაზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, ამას ერთად ვნახავთ. მივბრუნდები კომისიაზე და ყველასთან ერთად მივიღებ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება და მან მზაობა გამოთქვა, ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიას დისტანციურად გაესაუბროს. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და „დაჟინებით ითხოვს“ 23 ივნისს, სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას. პარტიის შეფასებით, ამას „არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა“, თუ საგამოძიებო კომისია „რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო