მარკო რუბიო ჰორმუზის სრუტის დახურვის გეგმაზე - მოვუწოდებ ჩინეთს, დაუკავშირდნენ ირანს ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, ხელი შეუშალოს ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტის, ჰორმუზის სრუტის დახურვაში.

„მოვუწოდებ ჩინეთის მთავრობას, დაუკავშირდნენ მათ (ირანს) ამასთან დაკავშირებით, რადგან ისინი მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები ჰორმუზის სრუტეზე ნავთობის კუთხით. თუ ისინი [სრუტეს დახურავენ] ეს მათთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება. ჩვენ გვაქვს მოგვარების ვარიანტები, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც უნდა განიხილონ ეს საკითხი. ეს სხვა ქვეყნების ეკონომიკას გაცილებით უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე ჩვენსას“, - აღნიშნა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის პარლამენტმა სრუტის დახურვის გეგმა დაამტკიცა. ამასთან, ირანული მედიის ცნობით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭო იღებს.

BBC-ი წერს, რომ ნავთობის მიწოდების ნებისმიერ შეფერხებას ღრმა შედეგები მოჰყვება ეკონომიკაზე. კერძოდ, ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია მსოფლიოში და მჭიდრო ურთიერთობა აქვს თეირანთან.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმის შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა კი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.

BBC-ი წერს, რომ მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20% ჰორმუზის სრუტეზე გადის, ხოლო ახლო აღმოსავლეთში ნავთობისა და გაზის მსხვილი მწარმოებლები რეგიონიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის ამ მარშრუტს იყენებენ. სრუტეში ოპერაციების ჩაშლის ნებისმიერმა მცდელობამ შესაძლოა ნავთობის გლობალური ფასები მკვეთრად გაზარდოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის