ლაგოდეხში 57 წლის კაცი მოკლეს

ლაგოდეხში 57 წლის კაცი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ვაშლოვანის ქუჩაზე დილით მოხდა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1 პირი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1968 წელს დაბადებული რ.ს. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

პოლიციამ გ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება