ირაკლი კობახიძე ზურაბ ჯაფარიძის განაჩენზე - კომისიას არ აღიარებენ, წავლენ ციხეში! - როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ, გაიძულებენ კანონის, კონსტიტუციის დარღვევას და შეიძლება ამის გამო მოხვდე ციხეში

როდესაც ადამიანი ჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება - [პარლამენტს] არ აღიარებენ, წავლენ ციხეში! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, 7 თვით თავისუფლების აღკვეთას და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვას შეეხება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის სცეს ქვეყნის კონსტიტუციას.

„რაც შეეხება ჯაფარიძეს, ეს ინფორმაცია არ მქონდა აქამდე. როდესაც ადამიანი ჩადის კანონდარღვევას, მით უმეტეს, სისხლის სამართლის დანაშაულს, ბუნებრივია, იქნება რეაგირება. როდესაც საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს აქვს კითხვები, ყველა არის ვალდებული პატივის სცეს ქვეყნის კონსტიტუციას. [პარლამენტს] არ აღიარებენ, წავლენ ციხეში. ამ მდგომარეობამდე ეს ადამიანები მიიყვანა „დიფ სთეითმა“. მათ არ აინტერესებთ საკუთარი აგენტების ბედი, არ აინტერესებთ ციხეში იქნება აგენტი, ციხის გარეთ, პოლიტიკურად რა ბედი ეწევა. როცა ხარ „დიფ სთეითის“ აგენტი, უნდა შეეგუო იმას, რომ თუ დასჭირდათ გაიძულებენ კანონის, კონსტიტუციის დარღვევას. შეიძლება ამის გამო მოხვდე ციხეში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს