სალომე სამადაშვილი - დღეს, როცა ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა

დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა (გირჩი) ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს დავალება უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გახსნად შეიძლება შეფასდეს.

„დღეს, როდესაც ევროპული საბჭო საქართველოზე მსჯელობს და უნდა განსაზღვროს მისი სამოქმედო პოლიტიკა, ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის პატიმრობის შეფარდება პირდაპირ რუსული დავალების შესრულებაა.

ამ ეტაპზე ეს დავალება, როგორც ცხადად ჩანს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურის გახსნაა. ამისთვის კი, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს ევროკავშირის დასარწმუნებლად, რომ მყარად დაადგა ავტოკრატიის გაღრმავების გზას. სოლიდარობა ზურას, სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმარს“, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. სასამართლო დღესვე გამოაცხადებს განაჩენს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზეც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს