შალვა პაპუაშვილი - ჰერჩინსკის განცხადება, რომ დასანქცირებულებს მისი ოჯახის წევრებიც კი ცერად შეხედავენ, არის პავლიკ მოროზოვის მორალის დანერგვა - ღმერთმა შეარგოს ხაჭაპური, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი

ინტერვიუში [„ბათუმელებთან“] პაველ ჰერჩინსკიმ ისაუბრა იმაზე თუ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს - ეს აჩვენებს იმას თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ელჩს ოჯახთან დაკავშირებით - ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი, ეს ყველამ უნდა გაარკვიოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან დაკავშირებით.

პაპუაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები შემაშფოთებელია.

„ზოგადად, ბოლო პერიოდში, ევროკავშირის ელჩის განცხადებები შემაშფოთებელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, ის არც ერთხელ არ გაემიჯნა მის მიერ დაფინანსებული ადამიანების მხრიდან მომდინარე სიძულვილის კამპანიას, ძალადობას და პროპაგანდას. ეს შესაბამისად, ნიშნავს მისი მხრიდან სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის წახალისებას. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ამ ინტერვიუში იყო პასაჟები, რომლებიც პირდაპირ ამაზრზენია. ჩვენ ამ ხანგრძლივ ინტერვიუში ერთ-ერთი პასაჟი მოვისმინეთ, რომელიც ევროკავშირის შესაძლო სანქციებს ეხებოდა. მან ისაუბრა თუ როგორ შეხედავენ ოჯახის წევრები მას, ვისაც ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს. ამაზე ამაზრზენი განცხადება მე იშვიათად მომისმენია. ეს აჩვენებს ზუსტად იმ ღირებულებით კრიზისს, რომელიც სამწუხაროდ, ბრიუსელში არსებობს. აჩვენებს იმას თუ რამდენად ამოტრიალებული წარმოდგენა აქვს ბატონ ელჩს ოჯახთან დაკავშირებით. ფიქრობს - შვილი მამას დაუპირისპირდება, მამა შვილს თუ ა.შ. ეს წარმოუდგენია ბატონ ჰერჩისნკის? ამას ჩვენ, სხვათა შორის, გვასწავლიდნენ რამდენიმე ათეული წლის წინ პავლიკ მოროზოვის მაგალითზე. რეალურად, რაზეც საუბრობდა ჰერჩინსკი, რომ თუ კი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულ ადამიანებს მისი ოჯახის წევრიც კი ცერად შეიძლება შეხედოს, ეს არის ზუსტად პავლიკ მოროზოვის მორალის დანერგვის მცდელობა ჩვენს საზოგადოებაში. ეს აჩვენებს თუ რამდენად აცდენილია ევროპულ გაგებას, ზოგადად, ის კომენტარები, რომლებსაც ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვისმენთ.

ეს აჩვენებს იმას, რომ ის რამდენიმე წელია საქართველოშია და არ იცნობს ის საქართველოს. ღმერთმა შეარგოს ის ხაჭაპური, რომელიც მისი განცხადებით, მას უფასოდ მისცეს, მაგრამ საქართველო ცოტა მეტია, ვიდრე ხაჭაპური და ხინკალი. ეს უნდა გაარკვიოს ყველამ.

სინამდვილეში მას წამოსცდა, რომ სანქციები - ეს კი არ არის რაღაც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ეს თურმე ყოფილა სტიგმატიზების ინსტრუმენტი, რომ ადამიანებს მიაკრან იარლიყი. შემდეგ მისი ოჯახის წევრის თვალშიც კი უნდა იყოს სტიგმატიზება. ეს სტიგმატიზებები ჩვენ ნანახი გვაქვს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალა“ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ინტერვიუს გამოეხმაურა გაზეთ „ბათუმელებთან“ და განცხადება გაავრცელა.

პარტიის შეფასებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, „პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“, ანუ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელია, რომლის მთავარი ამოცანა სუვერენული ქვეყნის სუვერენული მთავრობისთვის პრობლემების შექმნა და „დიფ სთეითის“, იგივე გლობალური ომის პარტიის აგენტების ხელისუფლებაში დაბრუნების ხელშეწყობაა“.

„ხალხის ძალის“ განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი „საქართველოში მოქმედი, უცხოეთიდან მართული და დაფინანსებული ოპოზიციის ნაწილია, რომელსაც დიპლომატობის არაფერი სცხია და საკუთარი ქმედებებითა და განცხადებებით, დანიშვნის დღიდან გასცდა ელჩის კომპეტენციას და უფლებამოსილებას“.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე