მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურორი - კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და დადგა შესაბამისი გადაწყვეტილება

სასამართლომ განმარტა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. შესაბამისად, რაზე ვსაუბრობთ? კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და დადგა შესაბამისი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს პროკურორი მარი მეშველიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და ამავდროულად, 2 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულის დანაშაულს ადასტურებდა.

მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენას. სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომლის თანახმად, წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება უშუალოდ სასჯელს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია და სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩათვალა, რომ 8 თვე თავისუფლების აღკვეთა იყო ის სასჯელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, სასჯელთან დაკავშირებით ჩვენ ამ კუთხით, ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარი მეშველიანმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე მეორედაც არის დაბარებული. როგორც პროკურორი განმარტავს, მოცემულ შემთხვევაში, თუ დადგინდება კონკრეტული პირის მხრიდან სსკ-ით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

„არსებობს დანაშაულთა ჩადენის ეპიზოდები. ამ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ კონკრეტულად სხვა სხდომაზე აქვს ასევე ადგილი მისი მხრიდან გამოუცხადებლობას და ეს გამოუცხადებლობა არ გამომდინარეობს რაიმე ობიექტური მიზეზით, დაიწყება გამოძიება. თუ დადგინდება კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, რა თქმა უნდა, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი ქმედება“, - განაცხადა მარი მეშველიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა