მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურორი - კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და დადგა შესაბამისი გადაწყვეტილება

სასამართლომ განმარტა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას. შესაბამისად, რაზე ვსაუბრობთ? კონკრეტულმა პირმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და დადგა შესაბამისი გადაწყვეტილება, - ასე აფასებს პროკურორი მარი მეშველიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით პატიმრობა მიესაჯა და ამავდროულად, 2 წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ბრალდებულის დანაშაულს ადასტურებდა.

„მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედების ჩადენას. სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები, მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომლის თანახმად, წარდგენილ ბრალდებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

რაც შეეხება უშუალოდ სასჯელს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია და სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩათვალა, რომ 8 თვე თავისუფლების აღკვეთა იყო ის სასჯელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა, შესაბამისად, სასჯელთან დაკავშირებით ჩვენ ამ კუთხით, ვერ მოგახსენებთ“, - განაცხადა მარი მეშველიანმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე მეორედაც არის დაბარებული. როგორც პროკურორი განმარტავს, მოცემულ შემთხვევაში, თუ დადგინდება კონკრეტული პირის მხრიდან სსკ-ით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა, აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

„არსებობს დანაშაულთა ჩადენის ეპიზოდები. ამ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ კონკრეტულად სხვა სხდომაზე აქვს ასევე ადგილი მისი მხრიდან გამოუცხადებლობას და ეს გამოუცხადებლობა არ გამომდინარეობს რაიმე ობიექტური მიზეზით, დაიწყება გამოძიება. თუ დადგინდება კონკრეტული პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, რა თქმა უნდა, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი ქმედება“, - განაცხადა მარი მეშველიანმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები