მამუკა ხაზარაძე - ზურასაც, ნიკასაც და ნიკასაც, ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ თბილისის დაბრუნება შეგვიძლია თუ ყველა გამოვალთ - ახლა სახლში ჯდომა, ხელების და ყურების ჩამოყრა დანაშაულია! ეს უნდა ივანიშვილს!

თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში, ზურას, ნიკას და ნიკას დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში თანაგუნდელებთან შეხვედრისას განაცხადა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტიის დემონტაჟი და დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან!

„მოგიწოდებთ ყველას, სრული მობილიზაცია გააკეთეთ! თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ, თუ ყველა გამოვალთ! ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში. ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი, რომ საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში დაირაზმება და ამათ გავყრით, დემონტაჟი დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან! ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს ციხეში დავუმტკიცებ, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა - ზურასაც [ჯაფარიძესაც], ნიკასაც [მელიას] და ნიკასაც [გვარამიას]. ახლა სახლში ჯდომა, ხელებისა და ყურების ჩამოყრა არის დანაშაული. ეს უნდა ბიძინა ივანიშვილს! ამის უფლება არ უნდა მივცეთ! თბილისი უნდა დავიბრუნოთ! დავშალოთ რუსული რეჟიმი და ამას გავაკეთებთ აუცილებლად! ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე!“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო