ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ, რომ იქნებ ამას არ გააკეთებს, ამდენს როგორ დაიჭერს, კაცო? იჭერს - ყველა დღე, ყოველი საათი ველოდებით ვის დაიჭერენ, ვის გამოუტანენ განაჩენს

აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და ეს ადამიანი ტყვეობაში უნდა გაუშვას - ამ ყველაფრის შემდეგ, აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ხაბეიშვილმა ოპოზიციურ სპექტრს ერთობისკენ მოუწოდა.

ბიძინა ივანიშვილს მუდმივად განვიხილავთ, რომ იქნებ ნორმალური ადამიანის მსგავსია და იქნებ ამას არ გააკეთებს, ამდენს როგორ დაიჭერს, კაცო? იჭერს. ყველა დღე, ყოველი საათი ველოდებით ვის დაიჭერენ, ვის გამოუტანენ განაჩენს. ქალბატონებს აკავებენ, 19 წლის ბავშვებს ციხეში უშვებენ, პოლიტიკოსებს აკავებენ. ამიტომ, ამ ყველაფრის შემდეგ, აქედან ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს - ეს არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამხობა. მოვუწოდებ მთელ საქართველოს, პოლიტიკურ სპექტრს, ვინც გარეთ რჩებით ჯერჯერობით, ვისაც ციხეში უწევს ყოფნა, სხვა გზა უბრალოდ არ გაგვაჩნია, გარდა ერთობისა და ეს ერთობა შემდეგ უნდა გადაიზარდოს დიდ მობილიზებაში. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 4 ოქტომბერს ბუნებრივი „დედლაინია“. ისინი აპირებენ სპექტაკლის, არჩევნების ჩატარებას. პარალელურად, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები ციხეში ტყვეობაში უნდა იყვნენ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“, როცა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ძალაუფლება ხალხმა დაიბრუნოს. ბიძინა ივანიშვილის დამხობის გარეშე მისი ტაბლოთი ხელში, მისი სუს-ით, მისი შსს-თი ვერ მოვერევით. ის არ ჩაატარებს ამ ქვეყანაში არჩევნებს, მან უკვე გააუქმა არჩევნები ამ ქვეყანაში.

მიუხედავად განსხვავებული პოზიციების, სოლიდარობა ყველა ამ ადამიანს, ვისაც უკანონოდ უშვებენ ციხეში. თქვენ ხომ იცით, რომ ბევრ რამეში გვქონდა განსხვავებული პოზიცია. ცხადია, სოლიდარული ვარ ამ ადამიანების. აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უბრალოდ ბიძინას ასე ეხუშტურება, გადაწყვიტა და ეს ადამიანი ტყვეობაში უნდა გაუშვას“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა ისაუბრა, ასევე გიორგი გახარიაზეც და აღნიშნა, რომ „გახარია გადააგდო ივანიშვილმა და დაჭერას უპირებს“.

„ეს კლასიკური მაგალითია. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ვინც ქვეწოლასაც კი ექვემდებარება, ის მაინც მზად არის, ყველა გარიგება უარყოს, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდოს და მაინც დაიჭიროს. მეც მქონდა მუდმივად განცდა, მოუხედავად გარიგების, რომელიც შესაძლოა გახარიასა და ივანიშვილს შორის იყო და მგონია, რომ იყო, ივანიშვილი უბრალოდ გადამგდებია. ასე ჩანს, გახარია „გადააგდო“ ივანიშვილმა და დაჭერას უპირებს. ბიძინას ფსიქოლოგია ასეთია - შეგითანხმდება, გაგანადგურებს მათ შორის, პოლიტიკური მიმართულებით, ხელს აგაღებინებს ღირსებაზე, მერე დაგიჭერს. დარწმუნებული ვარ, გახარიასთან მიმართებითაც ალბათ, ასე იქნება. დაიჭერს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. დღეს, 17:00 საათზე გამოცხადდება განაჩენი ბადრი ჯაფარიძის საქმეზეც.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო