ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვერ გაგვტეხენ - უიმედობის დრო არ არის, გაერთიანების დროა, დარაზმვის დროა და დროა იმის, რომ ყველა აღივსოს იმედით

ვერ გაგვტეხენ. ეს უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამთავრდება მისი ხელისუფლების ქართველი ხალხის მიერ გასტუმრებით, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მის მიმართ განაჩენი გამოაცხადა.

კითხვაზე, ელოდება თუ არა დასავლეთის მხრიდან ადეკვატურ რეაქცია, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს: „მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას, ისინი გადაიხდიან სათანადო საფასურს“.

„ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ. ყველას მინდა ვუთხრა: პირიქით, ამან უნდა მოგვცეს დამატებითი ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა, პირიქით, დარაზმვის დროა და პირიქით, დროა იმის, რომ ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს