მარკ რუტე - რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება - უკრაინისთვის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადი გზა არსებობს, უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და ის გაგრძელდება

რუსეთი ნატო-ს პირდაპირ საფრთხედ რჩება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ამ ალიანსის წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ რუსეთის ფედერაცია რჩება. მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს ჩრდილოეთ კორეის, ირანისა და ჩინეთის, ასევე ბელარუსის მხარდაჭერით აგრძელებს. ჩვენ ყველას მშვიდობა და ამ საშინელი ომის დასრულება გვსურს“, - განაცხადა მარკ რუტემ.

მისი თქმით, ალიანსში „კვლავ სჯერათ, რომ უკრაინისთვის ნატოსკენ გზა შეუქცევადია“.

„გასულ წელს ვაშინგტონში ნატო-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის ალიანში გაწევრიანების შეუქცევადი გზა არსებობს. ეს დღესაც ასეა და ამ სამიტის შემდეგაც ასე იქნება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინას ის ჰქონდეს, რაც მას დღეს თავის დასაცავად სჭირდება და მომავალში შეკავებისთვის დასჭირდება. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევია და ის გაგრძელდება“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, ნატო-ს 2025 წლის სამიტი ჰააგაში 24-25 ივნისს გაიმართება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის